ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„დე ლაურენტისს ოსისა და კვარას შენარჩუნება და გუნდის გაძლიერება სურს“

იტალიური Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ მომავალ სეზონზე წერს და კლუბის პრეზიდენტის დე ლაურენტისის პოზიციიდან გამომდინარე ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ავლენს.

„დე ლაურენტისი ამ ციკლის დასრულებაზე ოცნებობს, მას ოსისა და კვარას შენარჩუნება და გუნდის გაძლიერება სურს",

- იტალიური გამოცემა ვარაუდობს, რომ ნეაპოლელები ზაფხულში ლიდერებს არ შეელევიან და პირიქით, გუნდს გააძლიერებენ.

„ვინ იცის, რა მოხდება, როცა იმ ქაოსში აღმოვჩნდებით, რომელშიც როგორც წესი ყოველ ზაფხულს ვართ ხოლმე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თვრამეტი წლის განმავლობაში აშენებული გუნდი დარჩეს აქ, უცვლელად და მოთამაშეთა გაყიდვის ნაცვლად ის გაძლიერდეს. ეს ყველაფერი კვარაცხელიასა და ოსიმენის ირგვლივ უნდა მოეწყოს.

მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა რაიმეს წინასწარ თქმა, დეტალებში შესვლა ამ რთული და მზაკვრული სატრანსფერო ბაზართან მიმართებით, რომლის მოთვინიერებაც არავინ იცის გამოუვა, თუ არა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

იტალიურ პრესას ოპტიმიზმის საფუძველი დე ლაურენტისის ბოლო განცხადებების შედეგად მიეცა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ კლუბს ვალები არ აქვს, ყველაფერი რიგზეა და ლიდერების გაყიდვას არ აპირებს. პირველ რიგში საუბარი ოსიმენსა და კვარაცხელიაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“