ხვიჩა კვარაცხელია, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

Express-ის ჟურნალისტი: „კვარა გოლებს გრილიშზე მეტადაა მოწყურებული“

ცნობილი ბრიტანული გამოცემის, Express-ის ჟურნალისტმა, რაიან ტეილორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. Givemesport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტეილორმა „კვარა“ ჯეკ გრილიშს შეადარა და განაცხადა, რომ „სიტიში“ გადასვლა ქართველისთვის კარგი ნაბიჯი იქნება.

„სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიას რაღაც მხრივ, ჯეკ გრილიშს ვადარებ, თუმცა ხვიჩა უფრო სწრაფია და გოლების გატანას ბევრად მეტადაა მოწყურებული. მინდა, ჯეკმა გოლების რაოდენობა გაზარდოს და ამავდროულად, მგონია, რომ სიტიში გადასვლა ხვიჩასთვის კარგი ნაბიჯი იქნება. კვარაცხელია პრემიერ ლიგის ნებისმიერ კლუბს მოერგება და ვფიქრობ, ხვიჩას ახლავე გაფორმებაზე ყველა მათგანს დადებითი პასუხი ექნება“.

როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა დროს, „კვარა“ „ნიუკასლს“, „სიტის“ „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „რეალსა“ და „ბარსელონას“ დაუკავშირეს. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ნაპოლი“ ქართველს კიდევ მინიმუმ 1 სეზონით დაიტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდის მამა: „ერლინგს ესპანეთთან და საქართველოსთან თამაში ძალიან უნდოდა“
ჰოლანდის მამა: „ერლინგს ესპანეთთან და საქართველოსთან თამაში ძალიან უნდოდა“