ჰოლანდის მამა: „ერლინგს ესპანეთთან და საქართველოსთან თამაში ძალიან უნდოდა“
Aa
Aa

ჰოლანდის მამა: „ერლინგს ესპანეთთან და საქართველოსთან თამაში ძალიან უნდოდა“

ნორვეგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მამამ, ალფ-ინგე ჰოლანდმა საკუთარი შვილის ტრავმაზე ისაუბრა. ალფ-ინგემ ინტერვიუ TV2 Sport-ს მისცა და განაცხადა, რომ ერლინგს საქართველოსთან და ესპანეთთან თამაში ძალიან უნდოდა.

„ერლინგი დამწუხრებულია. მისი ტრავმა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ერლინგმა შეშფოთებულმა დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც აღმოაჩინეს, რაც წინასწარი გამოკვლევებისას არ გამოჩენილა. მას ძალიან უნდოდა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ეთამაშა და მომხდარის გამო, დამწუხრებულია, თუმცა პრიორიტეტი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მიანიჭოს და იზრუნოს, რომ თავი კარგად იგრძნოს“.

ჰოლანდმა ტრავმა „ბარნლისთან“ შეხვედრაში მიიღო და საზარდული იტკინა. დაზიანების მიუხედავად, იგი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და მოედანზე გასვლას აპირებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და მკურნალობის დაწყება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, ერლინგი როდის დაბრუნდება.

„ერლინგმა რთულად გადაიტანა, როცა გაიგო, რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდა. საბედნიეროდ, მის გარეშეც გვყავს საკმარისი ტალანტი, რათა მომდევნო შეხვედრებში ქულები ავიღოთ. მუშაობას გავაგრძელებთ და მატჩებისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით“, - აღნიშნა ნორვეგიელთა თავკაცმა, სტოლე სოლბაკენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“