ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიური იქნება და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შემადგენლობის გაძლიერება სურს და „ბლანკოსის“ სატრანსფერო გეგმებზე ცნობილმა ესპანურმა გამოცემებმა, Marca-მ და AS-მა დაწერეს.

Marca-ს მიხედვით, „რეალი“ გაბრი ვეიგას, ხვიჩა კვარაცხელიას, დუშან ვლაჰოვიჩის, ჰარი კეინის ან ბერნარდუ სილვას ტრანსფერებზე არ მუშაობს. „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრების ნომერ პირველ სამიზნე ჯუდ ბელინგემია, რომელიც „დორტმუნდის“ ღირსებას იცავს. „შავ-ყვითლები“ ბელინგემს იოლად არ შეელევიან და „რეალს“ გრანდიოზული წინადადების მომზადება მოუწევს.

AS-ის მიხედვით, „სამეფო კლუბი“ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდსაც უმიზნებს. მადრიდელები აპირებენ, ნორვეგიელის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გააქტიურონ, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 240 მილიონი ევრო იქნება. „სიტისთან“ დადებული ხელშეკრულებით, ერლინგის გამოსასყიდი თანხა აქტიური 2024 წელს ხდება და „ბლანკოსი“ ამ გეგმას „ოპერაცია ჰოლანდ“-ს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემისა და ჰოლანდის მიმართ „რეალის“ ინტერესზე პირველად არ იწერება. The Independent-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი კარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებს და მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ნორვეგიელი ფორვარდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“