ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“

„ნაპოლის“ თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა და იუთუბერმა, სულაიმან პუჯა ადებაიომ მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა და ჰკითხა, მისი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი როგორ წარმოითქმის.

სულაიმან პუჯა ადებაიო: „ბევრი ადამიანი კითხულობს, მას რას ეძახით. მის გვარს შეგნებულად არ ვიტყვი. ქართველ ფეხბურთელზე ვსაუბრობ, რომელიც გოლების გატანასა და საგოლე გადაცემების გაკეთებაში შენი თანამზრახველია. გვითხარი, თქვენ, ნაპოლის მოთამაშეები, მას რას ეძახით, რათა ვიცოდეთ, მისი სახელი როგორ გამოვთქვათ“

ოსიმენი: „მისი გვარი წარმოითქმის, როგორც კვარაცხელია, მაგრამ გასახდელში კვარას ვეძახით, რადგან, როცა გუნდში პირველად მოვიდა, მისმა გვარმა ცოტათი დაგვაბნია. ამის შემდეგ გვითხრა, რომ შემოკლებით კვარა დავუძახოთ. სწორედ ამიტომ, მას კვარათი მივმართავთ, მაგრამ სრული გვარი კვარაცხელიაა“.

ცნობისთვის, ნიგერია თავის შეხვედრას დღეს გამართავს და 20:00-ზე გვინეა ბისაუს დაუპირისპირდება. კვარაცხელიას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების თამაშს ხვალ, მონღოლეთთან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“