სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
ლუჩანო სპალეტიმ ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდო მიიღო, რომელსაც ყოველწლიურად გამორჩეულ იტალიელ სპეციალისტებს აკუთვნებენ. ჯილდოს მიღების ცერემონიაზე ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან და კიმ მინ-ჯესთან მიმართებაში გარკვეული ეჭვები ჰქონდა.
ლუჩანო სპალეტი: „კვარაცხელიასთან და კიმთან მიმართებაში პრეზიდენტს ეჭვები ჰქონდა. კვარაცხელია რუსეთში თამაშობდა. იქ რამდენიმე მეგობარი მყავს, მათ მითხრეს თუ რამდენად კარგი იყო ის. პრეზიდენტმა მითხრა: „გესმის რა განსხვავებაა რუსეთსა და იტალიას შორის?“ ეს მართლაც ასეა, მაგრამ ახლა საფეხბურთო საზღვრები უფრო სუსტია, რის გამოც მარტივია ახალ გუნდს შეუერთდე და შენი თავი განსხვავებულად შეაფასო ვიდრე აქამდე იყო“.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა, გასული წლის ივლისიდან კი „ნაპოლის“ ფეხბურთელია.