ხვიჩა კვარაცხელია, ოლეგ იაროვინსკი
Aa
Aa

იაროვინსკი ხვიჩაზე: „ფული არ აინტერესებს, დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს“

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Sport Express-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მაან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხვიჩასთვის პრიორიტეტი ფეხბურთია, მას ფული ან დიდება ვერ შეცვლის.

„მახსოვს ხვიჩას პირველი ვარჯიში „რუბინში“. ვარჯიშზე დასასწრებად წავედი, ვუყურებდი და მესმოდა, რომ ეს იყო თამაში ! სისწრაფე, ბრწყინვალე დრიბლინგი, მისი „ფინტებისა“ და საფეხბურთო ხრიკების შემყურეს ყბა ჩამომივარდა. როცა ხვიჩა ბურთითაა, ის ყველაზე ბედნიერი ადამიანია მსოფლიოში ! ბავშვივითაა, ფეხბურთის თამაში უყვარს.

მის პერსპექტივებზე ეჭვი არასდროს შემიტანია. ხვიჩას ფული არ აინტერესებს. მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა, გასული წლის ივლისიდან კი „ნაპოლის“ ფეხბურთელია.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ ღირს 85 და არა 120 მილიონი?“ - ორლოვმა ხვიჩაზე ისაუბრა
„რატომ ღირს 85 და არა 120 მილიონი?“ - ორლოვმა ხვიჩაზე ისაუბრა