ბითაძის 5 მოხსნა და 2 ქულა - ორლანდომ ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა
NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ შინ „ნიუ იორკ ნიქსი“ 111-106 დაამარცხა.
გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძეს არ უთამაშია, მან პარკეტზე 13 წუთი და 51 წამი გაატარა, მის აქტივში 2 ქულა, 5 მოხსნა (4 დაცვაში, 1 შეტევაში) და 1 პასია. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 1 სროლა შეასრულა და გამოიყენა. გოგას ბურთი არ დაუკარგავს, ხოლო +/- კოეფიციენტი +14 ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბითაძის მოედანზე ყოფნისას „ორლანდო“ 14 ქულით იგებდა.
ჩაგდებული ქულების რაოდენობით გამორჩეულები „ნიუ იორკ ნიქსის“ კალათბურთელები იყვნენ, კვენტინ გრაიმსმა და იმანუელ კვიკლიმ 25-25 ქულა ჩააგდეს, მათ მოჰყვება ჯულიოს რენდლი 23 ქულით, ხოლო „ორლანდოს“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 20 წლის იტალიელი პაოლო ბანჩერო იყო, მან 21 ქულა ჩააგდო.
„ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში 74-დან 31 მოგებითა და 43 მარცხით მე-13 ადგილზეა. ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას შინ „ბრუკლინ ნეთსთან“ 27 მარტს გამართავს.