ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„სამნიშნა რიცხვი, ნაპოლი კვარასა და ოსიმენს მხოლოდ უზარმზარ თანხად შეელევა“

იტალიური Sky-ის ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება ვრცლად, არგუმენტირებულად წარმოადგინა.

„მჯერა, რომ ნაპოლი ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის ერთ-ერთს, თუ გაყიდის, ეს იქნება უზარმაზარი თანხა, სამნიშნა რიცხვი. ისინი ამას 100 მილიონზე ნაკლებად არ გააკეთებენ.

დღეს ოსიმენის მსგავსი ფორვარდი არ არსებობს. მისი დონის ფეხბურთელების ფასებს თუ გადახედავთ ნახავთ, რომ ისინი ბოლო წლებში 100 მილიონზე მეტად გაიყიდნენ. დღეს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში სათამაშოდ პირველად ჩავიდა, იქ დარჩა და ამჟამად ასპარეზობს, იგი კარიერის ბოლომდე სერია A-ში ვერ დარჩება.

ევროპული კლუბები ოსიმენსა და კვარაცხელიას ასე პირდაპირ ვერ იყიდიან. გააჩნია, რომელ გუნდს რა პოზიციაზე აქვს პრობლემა. მაგალითად, პსჟ თუ მესის გაუშვებს, მე მის ნაცვლად კვარას შევიძენდი, თუ გუნდიდან ფორვარდი წავიდოდა, მაშინ ოსიმენს.

ჩემი აზრით, არანაირი კონტრაქტების სწრაფი განახლებები არ იქნება. ყველაზე აქტუალური სპალეტის საკითხი უნდა იყოს. მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას კლუბის დატოვება ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტით შეუძლია. თუმცა მჯერა, რომ ასეთი სეზონის შემდეგ ის გახანგრძლივებაზე თანახმა იქნება“.

- ამბობს ლუკა მარკეტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: მინდა აქ დავრჩე - სპალეტის მენტალიტეტში სწორედ ეს მიყვარს...
ოსიმენი: მინდა აქ დავრჩე - სპალეტის მენტალიტეტში სწორედ ეს მიყვარს...