მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

მერაბის მებრძოლი სული | ასეთი ტრავმით გაანადგურა პიოტრ იანი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბოლო ჩხუბი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანასთან“ წაგების შემდეგ, რუსი მებრძოლის გარემოცვამ მარცხი ტრავმებს დააბრალა და განაცხადა, რომ იანმა 2 სერიოზული დაზიანებით იჩხუბა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ პიოტრს რა სახის პრობლემები ჰქონდა.

რამდენიმე წუთის წინ, დვალიშვილმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ბრძოლამდე 2 კვირით ადრე, ხელის მძიმე დაზიანება მიიღო. „მანქანის“ თქმით, ვარჯიშისას იგი მხოლოდ ერთ ხელს იყენებდა და ტკივილი ბრძოლის დროსაც აწუხებდა.

„ჩხუბამდე 2 კვირით ადრე, ხელი ვიტკინე და ცალი ხელით ვვარჯიშობდი. იანთან ბრძოლის პირველივე წუთებში ვიგრძენი ხელის ტკივილი, მაგრამ მას ვაიგნორებდი და ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. ჩხუბის მიმდინარეობისას ხელი ხელახლა დავიზიანე და ტკივილს ახლაც ვგრძნობ“.

ცნობისთვის, იანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მერაბისთვის ეს საუკეთესო შედეგია და შონ ომალი ჩამოიტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: მინდა აქ დავრჩე - სპალეტის მენტალიტეტში სწორედ ეს მიყვარს...
ოსიმენი: მინდა აქ დავრჩე - სპალეტის მენტალიტეტში სწორედ ეს მიყვარს...