ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიმ კიდევ ერთი სეზონით უნდა დაიტოვოს“ - დი მარციო კვარაზე და ოსიმენზე

ცნობილ იტალიელ ჟურნალისტსა და სატრანსფერო ექსპერტს, ჯანლუკა დი მარციოს ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ჰკითხეს. ბოლო პერიოდში, „კვარას“ მიმართ „არსენალის“ ინტერესზეც დაიწერა და დი მარციომ განაცხადა, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, ლონდონელებს რამე გამოუვიდეთ.

„არ მგონია, კვარაცხელიამ ნაპოლი დატოვოს და არსენალში გადავიდეს. ხვიჩა მხოლოდ 1 სეზონია, რაც პარტენოპეიში თამაშობს და საეჭვოა, კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს. ნაპოლიმ კვარა მინიმუმ კიდევ 1 სეზონით უნდა შეინარჩუნოს და შემდეგ, მისი გაშვება შეეძლება.

თუ ნაპოლიმ ოსიმენი 150 მილიონ ევროდ გაყიდა, ძალიან ბედნიერი იქნება და ხვიჩას გასხვისების საჭიროება არ ექნება. ვფიქრობ, ოსიმენი წავა და მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი პარი სენ-ჟერმენია, თუმცა ვიქტორისთვის ბრძოლაში ფავორიტი მანჩესტერ იუნაიტედია. ნიგერიელი ფეხბურთელი წითელი ეშმაკების ყურადღების ცენტრშია და ბოლო ორი სეზონია ასეა. მგონია, რომ ნაპოლი მას 130-150 მილიონად შეელევა და მანჩესტერს ამ თანხის გადახდა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ოსიმენს 21 გოლი აქვს გატანილი, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 12 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი
რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი