მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

კორი სენდჰეგენი: „მერაბი და ალჯო უხერხულ სიტუაციას სამაგალითოდ უმკლავდებიან“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე და ალჯამეინ სტერლინგზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, „მანქანა“ „ალჯოსთან“ საჩემპიონო ქამარზე ჩხუბზე უარს აცხადებს და ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სენდჰეგენს ამაზე ჰკითხეს.

„მერაბი და ალჯო სამაგალითოდ იქცევიან. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც საჩემპიონო ქამარზე მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მათგანი ადამიანებთან არსებული ძლიერი ურთიერთობების შენარჩუნებაა. მათი ჩხუბი მეც მაინტერესებს და ვნახოთ, რა მოხდება.

მინდა, მერაბი და ალჯო შევაქო, რადგან ისინი ამ მდგომარეობას ღირსეულად უმკლავდებიან. ძალიან მაგარია, უხერხულ სიტუაციაში ასე რომ იქცევიან. იანისა და დვალიშვილის ჩხუბს რაც შეეხება, მერაბმა მაგრად იასპარეზა და მისი გამოსვლა შთამაგონებელი იყო. ჩემი აზრით, MMA მსოფლიოში საუკეთესო სპორტი იმიტომაა, რომ ადამიანების შთაგონება შეუძლია. ოქტაგონზე როცა გავდივარ, ჩემი მიზანი სწორედ ესაა და მინდა, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანის ინსპირაცია გავხდე. მერაბს შთამაგონებელი გამოსვლა ჰქონდა და ძალიან მაგარი იყო“.

შეგახსენებთ, რომ იანთან მოგებული ჩხუბის შემდეგ, დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის პირველ ადგილზე გადავიდა. მერაბმა შონ ომალი და პიოტრ იანი ჩამოიტოვა და ქამრის მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“