ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, ელიფ ელმასი
Aa
Aa

ელმასი: „კვარას ეკლერს შევადარებდი, ყველაზე მეტად კიმმა გამაკვირვა“

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ელიფ ელმასმა DAZN-ს ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ელმასმა დაასახელა „პარტენოპეის“ მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა და თანაგუნდელები დესერტებს შეადარა.

„ვინ არის ფეხბურთელი, ვინც ყველაზე მეტად გამაკვირვა? კიმ მინ ჯე. მის მიერ ნაჩვენები თამაშის გარდა, შთაბეჭდილება მისმა ხასიათმა და პიროვნებამ მოახდინა. კიმთან ერთად, გვყავს კვარაცხელია, ლობოტკა, ზამბო ანგისა, ზელინსკი, დი ლორენცო, მარიო რუი... რომ გავაგრძელო, ვერ გამაჩერებთ (იცინის), რადგან ნაპოლის ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერია. ეს გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ვარჯიშებისას ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობს.

რომელ დესერტებს შევადარებდი ჩემს თანაგუნდელებს? კვარა ეკლერია, რადგან ძალიან კარგია. როცა ნაპოლიში მოთამაშე კვარაცხელიაზე ფიქრობ, ამბობ, რომ ის ძალიან მაგარია. დი ლორენცო ფახლავაა, ლობოტკა - რომის ბაბა. კიმი? მისნაირი დესერტის პოვნა შეუძლებელია. ალბათ ყველაზე მეტად პროფიტროლის ჰგავს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და მონღოლეთთან და ნორვეგიასთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება. მონღოლეთს 25 მარტს, ხოლო ნორვეგიას 28 მარტს დავუპირისპირდებით.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“