პაულო დიბალა
Aa
Aa

მილიონებს ითხოვს - დიბალა იუვენტუსს სასამართლოში უჩივლებს

პაულო დიბალამ შესაძლოა „იუვენტუსს“ სასამართლოში უჩივლოს.

Goal-ი La Repubblica-ზე დაყრდნობით წერს, რომ არგენტინელის ადვოკატები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ტურინული კლუბისთვის ჩივილს აპირებენ.

ადვოკატის თქმით, ფეხბურთელსა და ტურინულ კლუბს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები 2021 წლის ივნისში დაიწყო. და მას შემდეგ, რაც პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, „იუვენტუსმა“ მოულოდნელად თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის გამოც დიბალას გეგმების შეცვლა მოუწია.

ფეხბურთელის მხარე კომპენსაციის სახით იმ სხვაობის (თანხა) მიღებას ითხოვს, რომელიც დიბალამ დაკარგა. რასაც „ლა ხოია“ ამჟამად „რომაში“ იღებს და რაც „იუვენტუსში“ ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით უნდა მიეღო. ამ ორ თანხას შორის არსებულ სხვაობას მომჩივანი მხარე სასამართლოში მოითხოვს.

ჯამში როგორც ირკვევა საუბარია წლიურად 3.8 მილიონ ევროზე, რომელიც საბოლოდ 54 მილიონ ევრომდე შეიძლება ასულიყო. ადვოკატები სწორედ ამდენის მოთხოვნას აპირებენ

გასული წლის მაისში, დიბალას წარმომადგენლები „იუვენტუსს“ პრობლემის მოგვარებას 5 მილიონი ევროს გადახდით სთავაზობდნენ, თუმცა ტურინელებისგან უარი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსტიგორი: „ვარჯიშებზე კვარასა და ოსიმენის აყვანა თამაშის ტოლფასია“
ოსტიგორი: „ვარჯიშებზე კვარასა და ოსიმენის აყვანა თამაშის ტოლფასია“