ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს ესტუმრა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. 22 წლის ფეხბურთელი პატრიარქთან ოჯახის წევრებთან და საცოლესთან ერთად იმყოფებოდა.

ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა სასულიერო პირები, მათ შორის, მამა შალვა კეკელია, რომელმაც „პრაიმთაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე მალე ჯვრისწერას აპირებენ, რის ნიშნადაც, უწმინდესმა ფეხბურთელს მაცხოვრის ხატი უსახსოვრა.

უწმინდესმა, ქართველი ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები დალოცა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები