მილუოკი ბაქსი, სან ანტონიო, სან ანტონიო
Aa
Aa

12 ქულა ყოფილ გუნდთან - მამუკელაშვილის კარგი მატჩი მილუოკისთან

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილი მილუოკში დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდთან მოუწია შეხვედრა. სან ანტონიოსა და მილუოკი ბაქსის შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 130:94 დასრულდა, თუმცა მარცხის მიუხედავად, სანდროს თამაშში პოზიტიური ნიშნები შეინიშნებოდა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 27:43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თან იმის ფონზე, რომ მეტოქის გუნდში მისი ვიზავისტი მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, იანის ანტეტოკუნმპო იყო.

სანდრო სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა ის დრო, რომელიც მას ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა მისცა, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა (1 შეტევაში), 2 ასისტი და 2 ბლოკი იყო. მამუკელაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანის 4 მცდელობიდან, ფარში ზუსტად ვერცერთი მოათავსა. ამასთან, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

სანდროს ყველა მომენტი მილოუკისთან:

საგულისხმოა, რომ თანაგუნდელებიდან, „მამუზე“ კარგი შედეგი მხოლოდ სამ კალათბურთელს ჰქონდა: დევინ რასელი - 16 ქულა, კეიტა ბეითს-დიოპი - 14 ქულა და ჯერემი სოჩენი - 13 ქულა.

მეტოქე გუნდიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით, 14 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

სან ანტონიო მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, სტუმრად, ვაშინგტონ ვიზარდსთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემები გრძელდება - საქართველოს ნაკრებს კიდევ 1 ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემები გრძელდება - საქართველოს ნაკრებს კიდევ 1 ფეხბურთელი გამოაკლდა