ჩელსი, ბაიერნი, ინტერი, რომელუ ლუკაკუ, იულიან ნაგელსმანი, ჯუზეპე მაროტა
Aa
Aa

ნაგელსმანის იდეალური ვარიანტი - ლუკაკუსთვის ბაიერნი იბრძოლებს

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნს“ რომელუ ლუკაკუს გადაბირება მოუნდა. ცნობილია, რომ „ინტერი“ ბელგიელი თავდამსხმელის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ბეპე მაროტამ განაცხადა.

თავად ფეხბურთელს კი „ჩელსიში“ თამაში არ სურს. დიდ სურვილს არც „არისტოკრატები“ გამოთქვამენ. ამ სიტუაციით კი სარგებლის მიღებას „რეკორდმაისტერი“ აპირებს.

იულიან ნაგელსმანი თვლის, რომ ლუკაკუ მის ტაქტიკას და გუნდს იდეალურად მოერგება. ახალი არავისთვის არის, რომ გერმანულ გიგანტში ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არსებობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მომდევნო სეზონში ლუკაკუ „ბაიერნში“ ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, გერმანული გუნდის ხელმძღვანელობა ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერში“ წარმატებული კარიერის შემდეგ, ლუკაკუ „ჩელსიში“ გადავიდა, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა და 1 წლის შემდეგ იჯარის წესით კვლავ „ნერაძურის“ მიაშურა, თუმცა გაუთავებელი ტრავმების ფონზე 29 წლის შემტევმა ფორმა ვერ აღიდგინა და ბეპე მაროტას გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN: “პედრი კიდევ 1 თვე ვერ ითამაშებს“
ESPN: “პედრი კიდევ 1 თვე ვერ ითამაშებს“