ბარსელონა, პედრი
Aa
Aa

ESPN: “პედრი კიდევ 1 თვე ვერ ითამაშებს“

„ბარსელონას“ ბანაკიდან არასასიამოვნო ინფორმაციამ გამოჟონა. კატალონიური გრანდის ერთ-ერთი ლიდერი პედრი კიდევ 1 თვით იუქმებს. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

ახალგაზრდა ტალანტმა ტრავმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ ბურთთან ერთად ვარჯიშსაც ვერ ახერხებდა.

20 წლის ესპანელი ვარჯიშს დღეს დილით დაუბრუნდა, მაგრამ დისკომფორტი იგრძნო და ნაადრევად შეწყვიტა. წყარო ზუსტ ვადას ვერ ასახელებს, თუმცა პედრი, როგორც მინიმუმ 1 თვით დაისვენებს.

აქედან გამომდინარე, პედრი კოპა დელ რეის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო და „კამპ ნოუზე“ „რეალს“ მცირე უპირატესობით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები