ბეშიქთაში, დელე ალი
Aa
Aa

ბეშიქთაშში ნერვიულობენ - დელე ალის ეძებენ და ვერ პოულობენ

ბრიტანული მედია არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. „ბეშიქთაში“ დელე ალის ეძებს და ვერ პოულობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქულმა კლუბმა ინგლისელ ნახევარმცველს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა, რათა სამშობლოში დაბრუნებულიყო და გამოკვლევები ჩაეტარებინა. დელეს ტრავმა აწუხებს.

წყაროს ცნობით, ალი დათქმულ დროს გუნდში არ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, მას დაუკავშირდნენ, თუმცა ტელეფონს არ პასუხობს. ამ საკითხზე „ბეშიქთაშის“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

გიუნეში:

„ვცდილობთ მისგან რამე გავიგოთ. ტელეფონით ვერ ვუკავშირდებით. იმედი გვაქვს, რაიმე ინციდენტი არ მომხდარა. ლონდონში წვიმს და შესაძლოა რეისი გადაიდო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისელი ნახევარმცველი სენიოლ გიუნეშმა გუნდიდან უდისციპლინობის გამო სეზონის ბოლომდე მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ დელე ალი „ბეშიქთაშში“ იჯარის წესით არის განათხოვრებული და მისი საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

ამ პერიოდის განმავლობაში 26 წლის ინგლისელმა თურქული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები