„არა, 100 მილიონზე მეტია საჭირო“ - ნაპოლი კვარაზე რეალს უარს ეუბნება
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული გრანდების ინტრესი სტაბილურად მზარდია. ქართველის გადაბირებით მადრიდის „რეალი“, რომ ინტერესდება ამის შესახებ იტალიური და ესპანური პრესა საკმაოდ ხშირად წერს.
ამჯერად, areanpoli calciomercato-ზე დაყრდნობით წერს, რომ დე ლაურენტისი „რეალისთვის“ კვარას დათმობას ასე მარტივად არ აპირებს და მადრიდელებს რაიმე განსაკუთრებულის შეთავაზება მოუწევთ. მაგალითად 100 მილიონზე მეტის:
„ჰკითხეთ ლივერპულს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის 77-ზე ნომრისა და მისი გუნდელების დარტყმის შედეგად დაინგრა. ბაზარზე სირენები იწყებენ რეკვას და ესპანეთში არიან ისეთები, ვინც რეალში კვარცხელია-ბენზემა-ვინისიუსის საოცარი ტრიოს ხილვაზე ოცნებობს.
ნაპოლიმ იცის, რომ მის ხელში ნამდვილი სამკაულია და სურთ ის შეინარჩუნონ. დე ლაურენტისმა და მისმა გარემოცვამ ხვიჩასთან მოლაპარაკებები დაიწყეს ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც კვარაცხელიას ანაზღაურებას 3 მილიონ ევრომდე გაზრდის და ბონუსებსაც გაითვალისწინებს.
თავად კვარა, ერთ დღესაც ევროპის საუკეთესო გუნდში თამაშს ისურვებდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ ეს სცენარი შორს არის. ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს და იცის, რომ კლუბს მისი გაყიდვა არ სურს, თუ ფეხბურთელის სანაცვლოდ ნამდვილად რაიმე „უხამსი“ შემოთავაზება არ იქნება, რომელიც 100 მილიონზე მეტი უნდა იყოს.
ნეაპოლელებს ჯერ არაფრის განხილვა არ სურთ, რადგან კვარაცხელიას ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
იტალიურმა გამოცემებმა უკვე არაერთხელ ახსენეს, რომ დე ლაურენტისი თავის 2 ლიდერს ოსიმენსა და კვარაცხელიას ჯამში 300 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.