ბაიერნი, ბენჟამინ პავარი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

სამომავლო გეგმები - კანსელუს და პავარის სიტუაცია გაირკვა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნს“ ჟოაუ კანსელუ „მანჩესტერ სიტიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ამის პარალელურად კი „რეკორდმაისტერი“ კინაღამ ბენჟამინ პავარმა დატოვა. ფრანგ უკანახაზელს გეზი „ინტერისკენ“ ჰქონდა, თუმცა არ გაუშვეს.

მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იულიან ნაგელსმანს ტაქტიკა დაუწუნა, რომელშიც მისი ადგილი არ მოიაზრებოდა. ამის გამო ჟოაუმ სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანული კლუბიდან აბარგება გადაწყვიტა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ახალ სიახლეებს გვამცნობს.

ვიგებთ, რომ კანსელუმ პოზიცია შეიცვალა და „ბაიერნს“ დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო „ბაიერნი“ პავარის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ყველაფერს გააკეთებს. ამ საკითხზე ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა:

„მას შემდეგ, რაც ნაგელსმანმა პავარს პოზიცია შეუცვალა და მარჯვენა მცველიდან ცენტრალურზე გადაიყვანა სიტუაცია დალაგდა. ბენჟამინი ამ პოზიციაზე თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს და ეს „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩებშიც გამოჩნდა. ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ მზად ვართ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები