ლამი: “მესი უმწეო და სასოწარკვეთილი იყო“
მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა „პარი სენ ჟერმენი“ და ლეო მესი მწვავედ გააკრიტიკა.
„ბაიერნთან“ გავარდნის შემდეგ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბევრი აკრიტიკებს და შესაძლოა ეს სამართლიანიც იყოს. ფილიპ ლამი აღიარებს, რომ ლიონელი დიდებულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში ხიფათი ვერ შექმნა.
ლამი:
„მესი დიდებულია, მაგრამ მიუნხენში მან ეს ვერ აჩვენა. ის თითქოს მიზნის და მიმართულების გარეშე თამაშობდა. პსჟ-ში ინდივიდებმა არ იციან, როგორ გაიტანონ გოლი ერთობლივად. მესი უმწეო და სასოწარკვეთილი იყო. ის უბრალოდ იდგა და პასს ელოდება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა აყვავდეს მბაპე პარიზში.
მიუნხენში „პარი სენ ჟერმენმა“ ის კლასი ვერ ანახა, როგორიც ასეთი ფეხბურთელებით უნდა ჰქონდეს. სრული იმედგაცრუება იყო. მეორეს მხრივ, გასაკვირი არ არის, რადგან პსჟ ჩემპიონთა ლიგას სულ ადრე ეთიშება.“
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა. საფრანგეთში გამართული მატჩი „რეკორდმაისტერმა“ 1:0 მოიგო, ხოლო საკუთარ კედლებში 2:0.