მესუთ იოზილი
Aa
Aa

„დრო იყო საფეხბურთო სცენა დამეტოვებინა“ | მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა

მესუთ იოზილი ფეხბურთიდან წავიდა. 34 წლის გერმანელმა საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გვაუწყა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„მოგესალმებით, ყველას. სიღრმისეული განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოვაცხადო. მქონდა პრივილეგია, ფეხბურთელი 17 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი და მიღებული შანსის გამო, უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ, მაგრამ ბოლო კვირებში და თვეებში რამდენიმე ტრავმა მივიღე და უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ დრო იყო, საფეხბურთო სცენა დამეტოვებინა.

საოცარი თავგადასავალი იყო, რომელიც დაუვიწყარი მომენტებითა და ემოციებით გახლდათ სავსე. მინდა, ჩემს კლუბებს, შალკეს, ვერდერს, რეალს, არსენალს, ფენერბაჰჩესა და ბაშაქშეჰირს მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს. ისინი ამ თავგადასავლის მონაწილეები მისი დაწყების დღიდან იყვნენ და, როგორც ცუდი, ისე კარგი პერიოდებისას, უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა მაჩუქეს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც სიტუაციებისა და კლუბების მიუხედავად, რომელთა რიგებშიც ვთამაშობდი, უდიდესი სიყვარული გამოიჩინეს. ახლა მოუთმენლად ველი ყველაფერს, რაც მე და ჩემ ლამაზ მეუღლესა და ქალიშვილებს გველოდება“, - განაცხადა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ იოზილმა კარიერა „შალკეში“ დაიწყო, საიდანაც „ვერდერს“ მიაშურა. ბრემენელებთან ერთად, მან გერმანიის თასი მიიღო და „ვერდერიდან“ „რეალს“ შეუერთდა. „სამეფო კლუბის“ რიგებში მან ესპანეთის სუპერ თასი და ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნომინანტებს შორისაა | კვარას შანსი აქვს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
ნომინანტებს შორისაა | კვარას შანსი აქვს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს