ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა უნდა ვისწავლოთ კვარაცხელიას საოცარი აღზევებისგან? - ESPN-ის სტატია ხვიჩაზე

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მის განვლილ პერიოდს განიხილავს.

სტატიის ავტორი დეტალურ შედარებას აკეთებს რუსეთის ჩემპიონატში გატარებულ პერიოდსა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ფაქტობრივად ვრცლად არის განხილული ასეთი სხვაობის მიზეზები.

რა წერია სტატიაში:

ერთი წლის წინ მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში ან ინგლისში თამაშობდნენ. ერთი სიტყვით: იქ, სადაც ყოველთვის თამაშობდნენ. ვინისიუს ჯუნიორი მადრიდის „რეალში, სადაც სუპერვარსკვლავის დონეზე პირველი სეზონს ატარებდა. სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“, სადაც ერთად ბოლო სუპერსეზონს ატარებდნენ. ასევე კილიან მბაპეც...

არ დაგვავიწყდეს რაფაელ ლეაო, რომელმაც „მილანი“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერია A-ს პირველ ტიტულამდე მიიყვანა. ეს მოთამაშეები საკუთარ პოზიციებზე ნამდვილად საუკეთესოები იყვნენ და საკუთარი გუნდების თამაშებს განსაზღვრავდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ასე ვიცოდით.

სინამდვილეში კი გასულ სეზონში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი საერთოდ არ თამაშობდა ფეხბურთს ისე, როგორც შეეძლო. მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფიფამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება და სხვა ქვეყანაში თამაშის შესაძლებლობა მიეცათ. 2022 წლის 24 მარტს, ფეხბურთელმა, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით, გააფორმა კონტრაქტი ისეთ კლუბთან, რომლის შესახებაც ასევე არაფერი იყო ცნობილი.

„ბათუმის დინამოში“ 11 თამაშის შემდეგ, ის „ნაპოლის“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ყურადღება მაშინვე მიიქცია და ახლა უკვე ყველა იცნობს. თავისი სახელისა და უნარების წყალობით, ის გადაიქცა ფეხბურთელად, რომლის დავიწყებაც უკვე შეუძლებელია. იტალიის ჩემპიონატში ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. თან, ჯერ კიდევ მარტია...

უწოდეთ რაც გინდათ - „კვარა“, „კვარადონა“, კვარავაჯო“, „ჩე კვარა“, მაგრამ ფაქტები უდავოა. ვიქტორ ოსიმენთან ერთად, 22 წლის კვარაცხელიას „ნაპოლი“, დიეგო მარადონას შემდეგ სერია A-ს პირველი ჩემპიონობის ზღვარზეა. და არამხოლოდ ეს! ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდს ფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენებს.

 ეს არის ეპოქა, როდესაც მადრიდის „რეალი“ ყოველწლიურად ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს ბრაზილიელ თინეიჯერებზე, „ბარსელონა“ აწინაურებს ახალგაზრდებს, რომლებსაც მანქანის ქირაობაც კი არ შეუძლიათ. 18 წლის მბაპეში, პსჟ 180 მილიონ ევროს იხდის. პრემიერ ლიგაში ახალგაზრდა ბუკაიო საკა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ასეთ ადრეულ ასაკში უკვე გუნდის ლეგენდები ხდებიან, ამ დროს კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ევროპის მასშტაბით 543-ე გუნდში თამაშობს.

როგორ გამოეპარა ყველას კვარა? როგორ მოხვდა აქ? და მისი ვარსკვლავად ქცევა რას ამბობს იმაზე, თუ ფეხბურთში რა მუშაობს სწორად და რა არასწორად?

„კვარადონას“ აღზევება

მთლად ზუსტი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კვარაცხელია არსაიდან მოვიდა. 2018 წელს, Guardian-მა ის მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთა შორის დაასახელა. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ სიაში მოხვედრილი მოთამაშეები ვარსკვლავები ვერ ხდებიან და უფრო მეტიც, პროფესიონალებადაც ვერ ყალიბდებიან.

 „ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია 90 წუთში საშუალოდ 1.04 გოლს და პასს აგროვებს. მის ანგარიშზე ჯამში 14 გოლი და 14 ასისტია. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთში გატარებულ პერიოდზე. რუსეთში კვარა იყო ის, რაც ნეაპოლში არასდროს ყოფილა: პრემიერ ლიგაში მან 4 სეზონი გაატარა და 10-10 გოლი და ასისტი დააგროვა. 90 წუთში ეს არის საშუალოდ 0.38 გოლი და ასისტი. გარემარბისთვის, ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში ეს საშუალო მაჩვენებელიც კი არ იქნება.

რუსეთში, კვარაცხელიამ ესთეტიკა და ეფექტურობა ერთმანეთისგან გამიჯნა. ის ყოველთვის იქცევდა სკაუტების ყურადღებას ბურთის ტარებისა და დრიბლინგების უნარით, თუმცა თავის გუნდს გამარჯვებაში ვერ ეხმარებოდა. ბურთის მიღებისას ის პოზიციურ შეტევას ანელებდა და ძირითადად შორეული დისტანციიდან ურტყამდა, რაც ხშირად წარუმატებლად სრულდებოდა. ამის გამო, კლუბები, რომლებიც მას აკვირდებოდნენ, ამ ყველაფერს უარყოფითად აფასებდნენ. თუმცა, გასული წლის პირველ ნაწილში მოხდა ორი რამ, რამაც მისი ტრაექტორია შეცვალა:

პირველი, ეს იყო საქართველოში დაბრუნება.

სახლში დაბრუნებიდან ორ თვეში MRKT Insights-ის მონაცემებით, ის ლიონელ მესის გაუმჯობესებული ვერსია გახდა. გართობისთვის, მცველებს დრიბლინგს უტარებდა, ბურთი მიჰქონდა მარჯვნივ და მარცხნივ, საჯარიმოში ერთი შეხებით გოლის გატანას ახერხებდა. ის ყველაფერში, ყველაზე უკეთესი იყო. როდესაც უკან გაიხედავდი, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ეს ბიჭი ცოტა ხნის წინ რუსეთში თამაშობდა.

„ნაპოლიმ“ თქვა, რომ მას 2 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამ ხანმოკლე აფეთქებამ, მათ საბოლოო მოუტანა.

მეორე ფაქტორი კი იტალიაში შეიქმნა, რომელმაც ქართველს ვარსკვლავობისკენ უბიძგა.

რა იყო ეს? უკეთეს გუნდში თამაში... ეს გარემოება დაუფასებელი მოთამაშის უკეთესად აღქმის ბრწყინვალე შესაძლებლობაა.

შესაძლოა, კვარას რუსეთში კონკრეტული გზით თამაშს სთხოვდნენ. ხვიჩას გარშემო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, რომ მეტოქის ნახევარზე თავისუფალი სივრცის პოვნა უჭირდა და მოედნის ბოლო მესამედში არავინ ჰყავდა, ვისაც პასს მისცემდა. ამის გამო, მას რჩებოდა ერთადერთი ვარიანტი, რომ ბურთი საკუთარი ნახევრიდან დრიბლინგით წაეღო, რომელიც ბოლოს, ცუდი დარტყმით სრულდებოდა. „ნაპოლიში“ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან და ნიჭიერი ნახევარმცველების ჯგუფთან ერთად თამაშობს, მწვრთნელი კი ბევრად დახვეწილი ლუჩანო სპალეტია.

სტატისტიკაში ვხედავთ, რომ ის „ნაპოლისთან“ ერთად 50%-ით მეტ პასს აკეთებს, ვიდრე „რუბინში“ და ამასთან, 50%-ით არის შემცირებული დრიბლინგების რაოდენობაც, კარისკენ კი ხშირად ცენტრალური წერტილებიდან ურტყამს.

შორი მანძილებიდან ბომბებიც არ გამქრალა და ამ მცდელობით ბევრ გოლს კვლავ ვერ იტანს, თუმცა ეს ყველა გარემარბმა უნდა სცადოს, რომ დაცვა ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს. ამასთან, კვარაცხელიამ საჯარიმოში ბევრი ღირებული მოქმედება დაამატა.

მართალია, დრიბლინგები შემცირდა, მაგრამ ის მაინც გვთავაზობს შედეგიან დრიბლინგებს: მეტოქესთან პირისპირ 90%-იანი წარმატებული მაჩვენებელი აქვს, რაც ტოპ 5 ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო მესამედში, პენალტის ზღვარზე კი 90 წუთში საშუალოდ 3.08 დრიბლინგს ახორციელებს. ეს ყველაფერი, აშკარად მიუთითებს მის დიდ პოტენციალზე.

„ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია საგრძნობლად გაიზარდა და ბევრად უკეთესი ფეხბურთელი გახდა. ახლა, ის რუსეთის ჩემპიონატში ან სხვა, რომელიმე ქვეყნის შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდეს, შესაძლოა, მას მცირე გამონათებები ჰქონოდა, რომელსაც შაბათ-კვირას კლიპის სახით ვნახავდით.

მაგრამ თუ მისი გაუმჯობესება თავად კვარაზე იქნებოდა დამოკიდებული, ეს მაინც არ ცვლის მსოფლიო ფეხბურთში არსებულ პრობლემას: იმის გათვალისწინებით, რომ სუპერვარსკვლავი ერთი წლის უკან საქართველოს ჩემპიონატში იმალებოდა, მაშინ კიდევ რამდენი მაღალი დონის ტალანტი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც აღმოჩენას და ყურადღებას ელოდებიან?

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან, ხვიჩა კვარაცხელიამ დღემდე ყველა ტურნირზე 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანურ კლუბებს კვარას შეძენა 6 მილიონად შეეძლოთ | რატომ არ შედგა ტრანსფერი
ესპანურ კლუბებს კვარას შეძენა 6 მილიონად შეეძლოთ | რატომ არ შედგა ტრანსფერი