ხვიჩა კვარაცხელია, დიმიტარ ბერბატოვი
Aa
Aa

ბერბატოვი: „ხვიჩა შესანიშნავია, მაგარი იქნება თუ მანჩესტერი გაიფორმებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბულგარელმა თავდამსხმელმა „პარტენოპეის“ შემტევი შეაქო და „წითელ ეშმაკებს“ მისი შეძენა ურჩია.

„წავიკითხე, რომ კვარაცხელიას მარადონას ადარებენ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი თამაშის მანერა, ბურთთან მოპყრობა და დრიბლინგი ყურადღებას იქცევს. ცოტას თუ ვიოცნებებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, მანჩესტერისთვის ხვიჩასა და ოსიმენის ტრანსფერები შესანიშნავი სვლა იქნებოდა. რომელიმე მათგანის გაფორმებაც ძალიან მაგარი იქნება.

ნაპოლი დიდი ალბათობით სკუდეტოს გამარჯვებული გახდება და ჩნდება ასეთი შეკითხვა: შემდეგი რა არის? გადადგამენ ეს ფეხბურთელები ნაბიჯს და მიიღებენ ახალ გამოწვევას თუ ნაპოლიში დარჩებიან? მთავარი საკითხი სატრანსფერო ფასია. მანჩესტერი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და შეუძლია, საკუთარ თავს უფლება მისცეს, ნებისმიერი ფეხბურთელი გაიფორმოს, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე გონიერების გამოჩენაც საჭიროა. ორივესი კი არა, ერთი მათგანის გაფორმებაც ძალიან მაგარი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ოსიმენს 21 გოლი აქვს გატანილი, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 12 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან გამაკვირვა, მასზე არაფერი ვიცოდი“ - გრეგ პოპოვიჩმა მამუ შეაქო
„ძალიან გამაკვირვა, მასზე არაფერი ვიცოდი“ - გრეგ პოპოვიჩმა მამუ შეაქო