ლუკა ბერულავა, კარინა საფინა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: საფინა-ბერულავას წყვილი ფინალში იასპარეზებს!

იაპონიაში სტარტი აიღო ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატმა.

თავდაპირველად, მოციგურავეები წყვილთა თანრიგში, მოკლე პროგრამით წარდგნენ, სადაც საქართველოს ღირსებას კარინა საფინა და ლუკა ბერულავა იცავდნენ.

მოკლე პროგრამაში სულ 23 წყვილი მონაწილეობდა, ფინალური ეტაპის საგზური კი 20-მა წყვილმა აიღო, აქედან ერთ-ერთი საფინა-ბერულავას დუეტი იყო, რომელმაც მე-14 ადგილი დაიკავა. ტექნიკურ ელემენტებში ქართულ წყვილს 32.95 ქულა ერგო, პრეზენტაციაში 28.03, საერთო ჯამში კი 60.98.

ხვალ, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა ტურნირზე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ, მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთეულთა ჩათვლაშიც გაიმართება გამოსვლები, რომელშიც საქართველოს ღირსებას ანასტასია გუბანოვა დაიცავს.

მსგავსი სიახლეები