ფერლაინო: „კვარაცხელია მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ“
„ნაპოლის“ ყოფილი პრეზიდენტის, კორადო ფერლაინოს შვილმა, ლუკა ფერლაინომ იტალიურ LA7-თან ინტერვიუში დიეგო მარადონას 10-ნომრიან მაისურთან დაკავშირებით ისაუბრა და „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
ლუკა ფერლაინო: „მახსოვს ახალი სეზონისთვის მზადებისას ვალე-დ'აოსტაში ვიყავით. თავზარდაცემული ვიყავი, როცა გავიგე „მილანის“ გადაწყვეტილების შესახებ, როცა ბარეზის სათამაშო ნომერი ხმარებიდან ამოიღეს.
ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი სადილი მამასთან და სალვატორე ბანისთან ერთად. მე წამოვჭერი იდეა: „მოდი, მარადონას 10 ნომერი ხმარებიდან ამოვიღოთ“. მამა ჩუმად იჯდა, არაფერი უთქვამს. 1 დღის შემდეგ თქვა: „მოდი, გავაკეთოთ“.
10 ნომერი კვარაცხელიას? კვარაცხელია ძალიან ძლიერია, მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. მარადონა ნეაპოლის ისტორიაა. ჩემი აზრით, ის სიმბოლოდ უნდა დარჩეს“.
შეგახსენებთ, 10-ნომრიან მაისურთან დაკავშირებით 1986 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა პაბლო პასკულიმაც ისაუბრა „დიეგოს 10-ნომრიანი მაისური ასე უნდა დარჩეს. ის ფეხბურთის ისტორიაში უძლიერესი იყო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა, ის ყოველთვის გულით მოქმედებდა, მაგრამ ეს ჩემი სიტყვებია, ჩემს აზრს ვამბობ“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.