მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: “ბნელ გვირაბში ვიდექი და სინათლე არსაიდან ჩანდა“

სერია ა-ს გასულ ტურში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „უდინეზეს“ გაუტანა და ახალი ისტორია დაწერა. შვედი თავდამსხმელი სერია ა-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა.

რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ზლატანს იტალიური მედია დაუკავშირდა და სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.

იბრაჰიმოვიჩი:

„სერია ა-ს მოგების შემდეგ, „მილანის“ დატოვება ადვილი იქნებოდა. ასეთი დასასრული მე არ მომეწონებოდა. აქ იმისთვის ვარ, რომ სხვებთან განსხვავება შევქმნა. ჩემს ასაკზე საუბარი არ მსურს. ვისაც ეგონა, რომ კარიერას დავასრულებდი იმათ მინდა დავუმტკიცო, რომ ცდებოდნენ. ბოლო 14 თვეში 3 ოპერაცია გავიკეთე. იყო მომენტი, როდესაც წინსვლა არ მქონდა. ბნელ გვირაბში ვიექი, სადაც სინათლე არსაიდან ჩანდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი გაუმჯობესდა.

არასდროს ვნებდები. გამოწვევები ადრენალინს მაძლევს. აღნიშნეს, რომ ყველაზე ასაკოვანი ვარ, ვინც სერია ა-ში გაიტანა. რეკორდები ჩემი ასაკის გამო არ მსურს. ჩემს მომავალზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა. ვცდილობ აწმყოთი ვიცხოვრო. ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მსურს. ყველა მეკითხება, თუ რას ვგრძნობ მოედანზე ყოფნისას, მაგრამ ეს 20 წლის ბიჭებს უნდა ჰკითხოთ. საინტერესოა ისინი რას გრძნობენ, როცა ჩემს გვერდით თამაშობენ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბავშვებს ვეთამაშებოდით“ - ბუფონმა პსჟ-სა და მანჩესტერის მატჩი გაიხსენა
“ბავშვებს ვეთამაშებოდით“ - ბუფონმა პსჟ-სა და მანჩესტერის მატჩი გაიხსენა