“ბავშვებს ვეთამაშებოდით“ - ბუფონმა პსჟ-სა და მანჩესტერის მატჩი გაიხსენა
2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. შემდეგ ეტაპზე სასწაულებრივად „წითელი ეშმაკები“ გავიდნენ. იმ დროს პარიზელთა კარს ბუფონი იცავდა, რომელმაც აღნიშნული მატჩი გაიხსენა.
ბუფონი:
„წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ბავშვების წინააღმდეგ ვთამაშობდით. „მანჩესტერში“ დე ხეა, ლუკაკუ და რაშფორდი იყვნენ.. სხვები კი ძალიან ახალგაზრდები.. გონებრივად ავირიეთ და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მატჩია. ძალიან ძლიერები ვიყავით. პსჟ მაშინ მეგა გუნდი იყო.
ის ფეხბურთის დონე, რაც მაშინ მე „პარი სენ ჟერმენში“ ვნახე, სხვაგან არსად აღარ მინახავს. ვგრძნობდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით და მოგება შეგვეძლო. ამას ვაპირებდით კიდეც, რადგან სხვებზე ძლიერები ვიყავით. ჩვენ შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან.“
შეგახსენებთ, რომ 1-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონი კვლავ „იუვენტუსში“ დაბრუნდა. დღეს კი ვეტერანი მეკარე „პარმას“ ღირსებას იცავს.