ხვიჩა კვარაცხელია, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

„კვარას, ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცნობდნენ“ - ლობოტკა

„ნაპოლის“ სლოვაკი ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა ახლა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადება.

სლოვაკეთში ყოფნის პერიოდში 28 წლის ფეხბურთელი ადგილობრივ სააგენტო Sport 24-ს „ნაპოლის“ შესახებ ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო.

რა თქვა ლობოტკამ:

გატუზოსგან განსხვავებით, სპალეტი მენდობა, ადრე კი ასე არ ყოფილა. ახლა ყველანაირად ვცდილობ ამ ნდობის გამართლებას. 19-ქულიანი სხვაობა კონკურენტებთან? სიმართლე გითხრათ, მსგავს რამეს არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ველოდით. მიხარია, რომ სეზონი ასე განვითარდა და ძალიან კარგად ვთამაშობთ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბათ, მას მხოლოდ საქართველოში იცნობდნენ. საბედნიეროდ, ის ჩვენთან მოვიდა და აჩვენა, რამდენად დიდი ნიჭი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 19 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 აპრილს საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CalcioNapoli: “ხვიჩასთან ერთად ნაპოლი ყველა მატჩს 1:0-ით იწყებს“
CalcioNapoli: “ხვიჩასთან ერთად ნაპოლი ყველა მატჩს 1:0-ით იწყებს“