მბაპეს კაპიტნობით იმედგაცრუებულია - გრიზმანი ნაკრებიდან მიდის?
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს.
გავლენიანი გამოცემა L'Equipe-ს ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რომელიც ნაკრების კაპიტნად კილიან მბაპეს დანიშვნას გულისხმობს.
სააგენტო წერს, რომ ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი გავლენა იქონიოს ნაკრებიდან უგო ლორისისა და რაფაელ ვარანის წასვლამ, ასევე პოლ პოგბას ეროვნულ გუნდში დაბრუნების სირთულეებმაც. გრიზმანს აღნიშნულ სამ ფეხბურთელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ლორისისა და ვარანის წასვლამ კი მის განწყობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. L'Equipe-ის მტკიცებით, მარტის სანაკრებო შეკრება გრიზმანისთვის შესაძლოა ბოლო იყოს.
ანტუან გრიზმანს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და დღემდე „მამლების“ მაისურით 117 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 42 გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.