ტრავმა გაურთულდა და დანებდა - ტოჩინოშინის მე-7 მარცხი
ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის მძიმე აღმოჩნდა. მე-2 ჯურიოდ განთესილი ქართველი სუმოისტი მე-4 ჯურიო ოშომას შეხვდა და სამწუხაროდ, მხრის ტრავმის გართულების გამო დანებება მოუწია და დოჰიოდან თავისი ფეხით გადავიდა.
შეხვედრის სტარტზე ლევანს ძლიერი ტაჩიაი ჰქონდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მოულოდნელად მხარზე ტკივილი იგრძნო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ტოჩინოშინი დოჰიოდან თავისი ფეხით გადავიდა და საბოლოოდ, ფუმიდაშით მარცხი ჩაეწერა.
ამ წაგების შემდეგ, ლევან გორგაძის ბალანსი 3:7-ზე გახდა და ახლა ქართველი სუმოისტი გამოუვალ მდგომარეობაშია. მიმდინარე ბაშოზე უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ჯურიოს დივიზიონში დაქვეითება არ ასცდება და მომდევნო ბაშოსთვის, მაკუუჩიში დაწინაურებაც საგრძნობლად გართულდება.
ჯერჯერობით ლევან გორგაძის ტრავმის სიმძიმე უცნობია და უცნობია ისიც, შეძლებს თუ ვერა ქართველი რიკიში მარტის სუპერტურნირის გაგრძელებას.