რუდი გობერი, ჯეილენ ბრანსონი, ჯულიუს რენდლი, იმანუელ ქუიკლი, არ ჯეი ბარეტი, კარმელო ენტონი
Aa
Aa

რენდლის 57-ქულიანი მატჩი | მისმა გუნდმა მაინც წააგო

„ნიუ იორკ ნიქსის“ სუპერვარსკვლავმა, ჯულიუს რენდლმა კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. რენდლმა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინა, რომელიც მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დათმო.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 17 წამით ადრე, „ნიქსი“ 2 ქულით იგებდა - 131:129. ნიუ იორკელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და რენდლისთვის ზღაპრულ საღამოს კარგი დასასრული არ ჰქონია - 134:140.

მარცხის მიუხედავად, ჯულიუსმა მთელი საკალათბურთო სამყარო აალაპარაკა და მატჩი 57 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. „ნიქსის“ ლიდერმა 29-დან 19 ბურთი და 14-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. 57 ქულა რენდლის კარიერის საუკეთესო შედეგია და „ნიქსის“ მაისურით ამაზე მეტი ქულა მხოლოდ კარმელო ენტონის (62) და ბერნარდ კინგს (60) აქვთ ჩაგდებული. აღსანიშნავია, რომ რენდლი „ნიუ იორკის" ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 55+ ქულა და მინიმუმ 8 სამქულიანი გაიფორმა.

გეტყვით იმასაც, რომ რენდლის გარდა, „ნიქსის" რიგებში, 23 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა. იმანუელ ქუიკლიმ 19 ქულა დააგროვა, არ ჯეი ბარეტმა კი - 13. „მინესოტას“ 35 ქულით ტორინ პრინსმა ულიდერა. მაიკ კონლის 24 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო რუდი გობერმა თავი 16 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის გადაასწრო - კვარა ოქროს ბურთის რეიტინგში დაწინაურდა
ლევანდოვსკის გადაასწრო - კვარა ოქროს ბურთის რეიტინგში დაწინაურდა