ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ხვიჩა ყოველ თამაშში ახალ სიურპრიზს გვთავაზობს“ - სიომინი

„ტორინოსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი ფანტასტიკური მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაში მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა შეაქო.

52 წლის სპეციალისტმა კვარაც სარეკორდო მაჩვენებელზეც ისაუბრა, რომლითაც სადებიუტო სეზონში 10+ გოლსა და საგოლე გადაცემას გულისხმობს.

რა თქვა სიომინმა:

ხვიჩა ამით არ ჩერდება. ასეთი მაღალი მიღწევების ფონზე, ის წინსვლას აგრძელებს და თამაშიდან-თამაშამდე იზრდება. თითოეულ მატჩში, ხვიჩა ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს.

„ნაპოლის“ ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს. ხვიჩას და მასთან ერთად გუნდის ათივე ფეხბურთელს ნეაპოლიტანელები სერია A-შ ჩემპიონობისკენ მიჰყავს. ხვიჩას მინდა ვუსურვო, რომ არასდროს გაჩერდეს. ის უნდა განვითარდეს და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამით, ხვიჩა გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. აქამდე რეკორდი ბრაზილიელ დიეგოს ეკუთვნოდა, რომელმაც ბრემენის ვერდერში 2006/07 წლებში სადებიუტო სეზონში 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ