ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბოლონია, იტალო კუჩი
Aa
Aa

„ხვიჩას გამო დღემდე ცრემლები მომდის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაზე ისაუბრა

იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კუჩი, რომელიც „ბოლონიას“ ქომაგია, სევდით იხსენებს იმ ფაქტს, რომ „ბოლონიამ“ ხვიჩა კვარაცხელია ვერ გადაიბირა. მას ამის გამო დღემდე ცრემლები მოსდის.

იტალო კუჩი: „ვიცი რომ მის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენდა, მათ შორის „ბოლონიაც“ იყო. კვარაცხელიას გამო დღემდე ცრემლები მომდის, რომ „ბოლონიამ“ მისი გადაბირება ვერ შეძლო.

ნეაპოლური კლუბი ფეხბურთელის პოვნაში ძალიან კარგი იყო. ამისთვის კომპეტენტურობა და მოთმინებაა საჭირო. სხვა კლუბებმა კვარაცხელიას გადაბირება ვერ მოახერხეს“.

იტალო კუჩი ასევე აღნიშნავს, რომ „ნაპოლი“ სრულიად დამსახურებულად ლიდერობს სერია ა-ს და კლუბის წარმატება იღბალთან არაა დაკავშირებული:

„იღბალზე საუბარი საჭირო არაა. თავი დაანებეთ იღბალზე საუბარს. იღბალს „ნაპოლისთან“ საერთო არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა
„თითქოს ისევ ჯორჯ ბესტს ვხედავთ“ - გატუზომ ხვიჩასა და ოსიმენზე ისაუბრა