ნატალი ბასილაშვილი, ნინი ნიკოლაიშვილი
Aa
Aa

10 წლის ქართველი ჩოგბურთელის პირველი ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

ჩოგბურთში, ტენ-პრო გლობალ ჯუნიორის ტურნირზე, რომელიც რაფაელ ნადალის აკადემიაში გაიმართა,  10-წლამდელთა გათამაშებაში ქართველი ჩოგბურთელი ნატალი ბასილაშვილი პირველ ადგილზე გავიდა. ფინალურ შეხვედრაში 10 წლის ნატალი ბასილაშვილმა ყაზახეთის წარმომადგენელი შეგაი კრისტინა 6:3, 7:6 დაამარცხა.

აღნიშნული ტურნირი რაფაელ ნადალის სახელობის აკადემიაში 13-19 მარტს გაიმართა.

ასევე გეტყვით, რომ ტენ-პრო გლობალ ჯუნიორის ტურნირზე 12 და 13 წლამდე ჩოგბურთელთა შორის ნინი ნოკოლაიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები