ლევან გორგაძე
Aa
Aa

წააგო სუმოტორთან, რომელსაც მოგება არ ჰქონდა | ტოჩინოშინის მე-6 მარცხი

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, 2023 წლის მეორე ბაშო, „ჰარუ ბაშო“ მიმდინარეობს, რომელზეც ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ასპარეზობს. ტოჩინოშინი ჯურიოს დივიზიონში გამოდის და დღეს, ამ სუპერტურნირზე, მე-6 მარცხი იწვნია.

გორგაძე ჩიიომარუს დაუპირისპირდა, რომელსაც 8-დან 8 შეხვედრა ჰქონდა წაგებული. სამწუხაროდ, ლევანმა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და ჯურიოს მე-4 ნომერთან, ცუკიდაშის ილეთით დამარცხდა.

„ტოჩის“ 3 მოგება და 6 წაგება აქვს და ხვალ ოშომას გაეჯიბრება, რომელსაც პირველად ხვდება. ოშომას ტოჩინოშინის მსგავსი ბალანსი აქვს. იგი ჯურიოს მე-4 ნომერია და საწყისი 9 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები