ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კობი ბრაიანტი, შაკილ ონილი
Aa
Aa

„ლენონი და მაკარტნი, კობი და შაკი, ახლა კი კვარა და ოსი“ - Fichajes-ის სტატია ნაპოლის დუეტზე

ესპანურმა Fichajes-მა „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე დაწერა. „ოსიმენი და კვარაცხელია, დუეტი, რომელიც ნეაპოლს აღაფრთოვანებს“, - ასეთია სტატიის სათაური და ავტორი „პარტენოპეის“ ლიდერების ისტორიულ სეზონზე გვესაუბრება.

„საიმონი და გარფანკელი, ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი, შაკილ ონილი და კობი ბრაიანტი, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ვსაუბრობთ სპორტსა და მუსიკაში მოღვაწე დუეტებზე, რომლებმაც უამრავ ადამიანს სიხარული მიანიჭეს და უდიდესი განსხვავება შექმნეს. მოდით, ბოლო წყვილს დავუბრუნდეთ, რომელსაც ნიგერიელი შემტევი და ქართველი გარემარბი ქმნიან. მათი დუეტი ქარიშხალია და ისინი სეზონში, რომელიც სამხრეთ იტალიაში ისტორიული უნდა იყოს, მეტოქეებს ანადგურებენ.

39 გოლი და 21 საგოლე გადაცემა პარტენოპეის დუეტის მონაგარია, რის წყალობითაც, მათ ევროპაში ყველაზე სახიფათო წყვილის სტატუსი დაისაკუთრეს. ნაპოლი სერია A-ს მოგებასთან ძალიან ახლოსაა და კლუბის სურვილი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა.

სერია A-ში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის ანგარიშზე 33 გოლია. მათ უფრო მეტი ბურთი აქვთ გატანილი, ვიდრე იტალიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ზოგიერთ კლუბს და ეს ნაპოლის საშინაო დომინაციას იდეალურად აღწერს. მარადონა-კარეკა-ალემაოს ტრიოს შემდეგ, ნაპოლი ისევ იღიმის და ეს კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის დამსახურებაა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკეჯანი: „კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია“
მარკეჯანი: „კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია“