ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუკა მარკეჯანი
Aa
Aa

მარკეჯანი: „კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია“

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ლუკა მარკეჯანიმ Sky Calcio Club-ში ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. 

„კვარათი აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ოსიმენს ვერ შევადარებ. კაპელოს ვუთხარი, რომ სერია ა-ში არ მახსოვს ფეხბურთელი, რომელიც შეხვედრებში ამდენად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ოსიმენი ფენომენ რონალდოს მაგონებს. რონალდო თამაშს ცვლიდა, თუმცა ოსიმენი განსხვავებულია, არაორდინალურია.

კვარაცხელია აღმაფრთოვანებს, ძალიან მომწონს, მაგრამ ოსიმენი განსაკუთრებულია. ზოგიერთნი ასეთ კითხვას სვამენ, ოსიმენის გარეშე სპალეტის გუნდი პირველ ადგილზე იქნებოდა? ამ პროვოკაციულ კითხვაზე პასუხს არ გავცემ, რადგან ეს სხვების არაპირდაპირი კრიტიკაა.

სპალეტიმ საოცარი ორკესტრი შექმნა, მაგრამ ოსიმენი გამანადგურებელია“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10).

სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ