გოგა ბითაძე, ენტონი დევისი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, კოულ ენტონი, ოსტინ რივზი, დეანჯელო რასელი
Aa
Aa

გოგას მაგარი დაფარება | ბითაძემ ლეიკერსთან ითამაშა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მიმდინარე რეგულარულში 43-ედ დამარცხდა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 105:111 წააგო. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 11 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 103:103. დარჩენილ დროში, ოსტინ რივზმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, „ლეიკერსის“ რვავე ქულა თავად ჩააგდო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

გოგამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 14 წუთი და 40 წამი გაატარა. ბითაძემ აქტივში 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოგას 2 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და რუი ჰაჩიმურას წინააღმდეგ მაგარი ბლოკიც გაიფორმა, რომელმაც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

„ორლანდოს“ რიგებში 21-21 ქულით ფრანც ვაგნერი და პაოლო ბანკერო გამოირჩნენ. ვენდელ კარტერ ჯუნიორს 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ხოლო კოულ ენტონიმ 17 ქულა დააგროვა. „ლეიკერსს“ ზემოთ ხსენებულმა ოსტინ რივზმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. დეანჯელო რასელს 18 ქულა ჰქონდა, ენტონი დევისს - 15 ქულა და 11 მოხსნა.

ამრიგად, „ორლანდოს“ 29 მოგება და 43 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „მეჯიქი“ პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად იბრძვის და მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან მე-10 ადგილზე მყოფ „ჩიკაგოს“ 4 მოგებით ჩამორჩება. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას ერთ-ერთი კონკურენტის, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართავს.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეექვსედ! - მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
ზედიზედ მეექვსედ! - მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია