ანდრო მარგიშვილი
Aa
Aa

თავისუფალი ჭიდაობა: ანდრო მარგიშვილი ევროპის ჩემპიონია!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედლის მოპოვება შეძლო.

92 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანდრო მარგიშვილმა ტურნირის ფინალში თურქი მუჰამედ გიმრი 7:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

74 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანმა კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელი სზიმონ ვიოტკოვსკი 10:0 გაანადგურა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი აბდალაძესაც, თუმცა ახალგაზრდა მოჭიდავემ თურქი ემრე კურალის ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონმა, ანდრო მარგიშვილმა პირველი კომენტარი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები