რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

„მასზე უკეთესი ვიყავი“ - ვეტორი დოლიძესთან გამარჯვებაზე

UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილება საკამათო იყო. ერთ-ერთმა არბიტრმა სამივე რაუნდში გამარჯვებულად ვეტორი დაასახელა, რამაც საერთო გადაწყვეტილება დიდი გავლენა მოახდინა (29-28, 29-28, 30-27).

შეხვედრის შემდეგ იტალიელმა მედიასთან საუბარში განაცხადა. ვეტორი ფიქრობს, რომ შეხვედრა დამსახურებულად მოიგო.

„ვიცი, დღევანდელ შეხვედრაში მასზე უკეთესი მებრძოლი ვიყავი, დამსახურებულად გავიმარჯვე.

შესაძლოა, ამ მოგებით გამომუშავებული ფულით დედას მანქანა ვუყიდო, რომელიც პირველად მოვიდა აქ ჩემი ბრძოლის სანახავად. ვაპირებდი, რომ დედისთვის მიმეძღვნა ეს გამარჯვება. ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვე. 

ვაპირებ, რომ კიდევ განვვითარდე, პროგრესი ვაჩვენო. ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ რამდენიმე ბრძოლის გამართვა და გამარჯვება მჭირდება“.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, მან შეხვედრის შემდეგ Facebook-ში დაწერა: „დიდი მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას!“

შეგახსენებთ, რომან დოლიძემ UFC-ში მერვე ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და 2 მარცხია. იტალიელთან შეხვედრამდე ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველი აბსურდი“ - გამოხმაურებები დოლიძის საკამათო მარცხზე
„ნომერ პირველი აბსურდი“ - გამოხმაურებები დოლიძის საკამათო მარცხზე