რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილება - დოლიძე მარვინ ვეტორისთან დამარცხდა

UFC 286-ზე რომან დოლიძე იტალიელ მარვინ ვეტორისთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილება საკამათო იყო. ერთ-ერთმა არბიტრმა სამივე რაუნდში გამარჯვებულად ვეტორი დაასახელა, რამაც საერთო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა (29-28, 29-28, 30-27).

შეხვედრა რომან დოლიძის უპირატესობით დაიწყო, ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე უძლიერესი დარტყმა შეასრულა და ნოკაუტთან ახლოს იყო, თუმცა იტალიელმა თავის შემაგრება შეძლო და ბრძოლა განაგრძო. მარვინ ვეტორი ფონს გასვლას ფეხის დარტყმით ცდილობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიელი მებრძოლი ფეხებზე მყარად იდგა. საერთო ჯამში, პირველმა რაუნდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მოსალოდნელი იყო, რომ პირველი რაუნდის გამარჯვებული რომან დოლიძე იქნებოდა, თუმცა ერთ-ერთმა არბიტრმა პირველ რაუნდშიც იტალიელს მიანიჭა უპირატესობა.

მეორე რაუნდში მარვინ ვეტორს სტრაიკებში უპირატესობა ჰქონდა, მესამე რაუნდი კი თანაბარი იყო. მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად მარვინ ვეტორი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ში ქართველი მებრძოლების რაოდენობა მალე გაიზრდება“ - დოლიძის ინტერვიუ BT Sport-თან
„UFC-ში ქართველი მებრძოლების რაოდენობა მალე გაიზრდება“ - დოლიძის ინტერვიუ BT Sport-თან