კვესელაძე: „მე დავბრუნდები უფრო ძლიერი ჩემი გუნდისთვის“
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „გლოსტერის“ ქართველმა მორაგბემ, გიორგი კვესელაძემ მიმდინარე თვეში რუმინეთთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. კერძოდ, კუნთისა და მყესის მესამე ხარისხის დაზიანება გამოვლინდა. კვესელაძეს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც Facebook-ში დაწერა:
„ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო! ბოლო თამაშზე მიღებული ტრამვის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ჩემთვის „გლოსტერის“ 2023 წლის სეზონი დასრულდა, რასაც განვიცდი, მაგრამ შემართება საკმარისზე მეტი მაქვს. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდ სტრესთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ახლა ორმაგად ვარ მოტივირებული მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებების მონაწილე გავხდე! მე დავბრუნდები უფრო ძლიერი და მოტივირებული ჩემი გუნდისთვის!“
25 წლის გიორგი კვესელაძე 2017-20 წლებში მარნეულის „არმაზის“ მორაგბე იყო, 2021 წლიდან ინგლისურ „გლოსტერში“ თამაშობს. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
შეგახსენებთ, რაგბის ევროპის ფინალში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალიას შეხვდება. ფინალური შეხვედრა 19 მარტს, 23:00 საათზე დაიწყება.