სენსაცია თელავში - თბილისის დინამომ 2-ბურთიანი უპირატესობა დათმო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამომ“ ქულები პირველად დაკარგა, მე-5 ტურში „თელავისა“ და „დინამოს“ დაპირისპირება 2:2 დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გაბრიელ სიგუასა და უსმან კამარას გოლებით 0:2-ს იგებდა, თუმცა 44-ე წუთზე საბა ფირანაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი იმედა აშორტიამ „თელავი“ მარცხისგან იხსნა.
გია ცეცაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში 5-დან 1 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ასევე 2 დათმო. „თელავი“ 5 ქულით მე-6 ადგილზეა.
17 წლის გაბრიელ სიგუა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.
საწყისი 5 ტურის შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ანგარიშზე 13-13 ქულაა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ლიდერობას ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ინარჩუნებს.
მე-6 ტურში თბილისის „დინამო“ „შუქურას“ ესტუმრება (2 აპრილი, 16:00), თბილისის „დინამო“ „სამგურალს“ უმასპინძლებს (2 აპრილი, 20:00).