ხოჭოლავა ტრავმირებულია - სანიოლმა 2 მოთამაშე დაიმატა
Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებში მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლმა ხოჭოლავას ნაცვლად ბათუმის „დინამოს“ ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს თბილისის „დინამოს“ შემტევი გაბრიელ სიგუა შეუერთდება, რომელიც მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საკმაოდ პროდუქტიულია, ხუთ მატჩში 3 გოლი შეაგდო.
საქართველოს ნაკრები 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან გამართავს, 25 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნორვეგიას შეხვდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)