მერაბ შარიქაძე, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე: „მხოლოდ ჩემპიონობა დაგვაკმაყოფილებს“

რაგბის ევროპის ფინალში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალიას შეხვდება. საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური „ბორჯღალოსნების“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძის კომენტარს ავრცელებს.

მერაბ შარიქაძე: „მაქსიმალურად მოვემზადეთ. გულდასაწყვეტია, რომ ეს ფინალი ესპანეთშია და არა საქართველოში, თუმცა ყველას კარგად უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიმბოლურთან ერთად ძალიან პრინციპულიც. ჩემპიონობის გარდა არაფერი იქნება დამაკმაყოფილებელი“.

საქართველო-პორტუგალიის ფინალური შეხვედრა 19 მარტს, 23:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნების შემადგენლობა პირველი ფინალისთვის
ბორჯღალოსნების შემადგენლობა პირველი ფინალისთვის