ჯოვინო ფლამარიონი, თორნიკე ოქრიაშვილი, ივა გელაშვილი, პაატა ღუდუშაური, ერეკლე სულთანიშვილი, ზვიად ნაჭყებია, სირილ ჩამბა, შეიკნე სილა, გიზი მამაგეიშვილი, ვარლამ კილასონია
Aa
Aa

ჯოვინოს ჰეთ-თრიკი, ოქრის დაბრუნება - ბათუმის დინამომ გაგრა დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში „გაგრა“ „ილია კოკაიაზე“ ბათუმის „დინამოსთან“ 1:4 დამარცხდა. 

პირველ ტაიმში ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა, ანგარიში მე-19 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის პასით გახსნა, მეორე გოლისას კი სანდრო ალთუნაშვილის საგოლე გადაცემა გოლად აქცია. 42-ე წუთზე ერეკლე სულთანიშვილმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში დაკარგა და ჯოვინო ფლამარიონის პასით პაატა ღუდუშაურმა ანგარიში გაზარდა - 0:3.

51-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯოვინო ფლამარიონმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. 

ფლამარიონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას 5 გოლით ლიდერობს.

59-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის კუთხურს ზურაბ მუსელიანის თავური დარტყმა მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

2021-22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ოქრიაშვილმა აპოელ-თან კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა. 2009-10 წლების სეზონში ოქრიაშვილი „გაგრაში“ თამაშობდა, მრავალწლიანი უცხოური კარიერის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, სადაც პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯი გადადგა.

გაგრა-ბათუმის დინამოს მატჩის გოლები

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ საწყის 6 ტურში 13 ქულა დააგროვა, 4 მატჩი მოიგო და გორის „დილასთან“ ფრედ ითამაშა. თბილისის „დინამოს“ ანგარიშზე 12 ქულაა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ოთხ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.  მე-5 ტურში „თელავთან“ გამარჯვების შემთხვევაში თბილისის „დინამო“ კვლავ ჩემპიონატის ლიდერი გახდება.

მე-5 ტურში „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 3:3 დასრულდა. ანგარიში მე-4 წუთზე შეიკნე სილამ ლევან ნონიკაშვილის პასით გახსნა. მე-14 წუთზე ზვიად ნაჭყეპიამ ანგარიში გაათანაბრა, მე-17 წუთზე კი სირილ ჩამბამ „სამტრედია“ დააწინაურა - 2:1.

მე-20 წუთზე გიზი მამაგეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

53-ე წუთზე ლევან ჯინჯოლავას ჩაწოდებას ივა გელაშვილის ზუსტი დარტყმა მოჰყვა, ცენტრალურმა მცველმა „საბურთალო“ დააწინაურა - 2:3.

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შოთა ნონიკაშვილმა საკუთარ საჯარიმოში დავით კირკიტაძე წააქცია, რასაც პენალტი მოჰყვა, ვარლამ კილასონიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „სამტრედია“ მარცხისგან იხსნა - 3:3.

„საბურთალომ“ საწყის ხუთ ტურში 6 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციაზეა, ამდენივე ქულაა „სამგურალის“ აქტივში, რომელიც მე-5 ტურის მატჩს შინ „ტორპედოსთან“ გამართავს (19 მარტი). რაც შეეხება გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ გუნდს, „სამტრედიამ“ ხუთ ტურში 4 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შოკისმომგვრელ თანხას იხდიან“ - პსჟ კვარას შეძენით დაინტერესდა
„შოკისმომგვრელ თანხას იხდიან“ - პსჟ კვარას შეძენით დაინტერესდა