MARCA: დიდი ადამიანი და მშვიდი ბავშვი - ვეას მსგავსად ოქროს ბურთის გზაზე
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა, რომელშიც ანალიზ ეთმობა ხვიჩას შანსებს ოქროს ბურთის მოგებასთან დაკავშირებით.
მადრიდული გაზეთი პარალელს ჟორჟ ვეასთან ავლებს და საინტერესო სტატიას გვთავაზობს, რომელშიც ხვიჩაზე კომენტარს გიორგი მამარდაშვილიც აკეთებს.
რას წერს MARCA
„ის ევროპული ფეხბურთის სეზონის უდიდესი აღმოჩენაა. ნეაპოლის ქუჩებში მისი სახელი გამუდმებით მეორდება, რომელიც რთულად წარმოითქმის, ასევე რთულად გასაშიფრია მისი თამაშიც. სამხრეთ იტალიას ახალი კერპი ჰყავს, რომლის მიზანიც მარტივია: იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. არის თუ არა ამის მიღწევა შესაძლებელი?
მისი ამ დონეზე მოხვედრა არ არის გასაკვირი იმათთვის, ვინც კვარას ბავშვობიდან იცნობს. მაგალითად გიორგი მამარდაშვილი:
„კვარაცხელია ბავშვობიდან ჩემი უახლოესი მეგობარია. ყოველთვის ერთად ვიყავით. მას ფეხბურთი უყვარს და ამისთვის ცხოვრობს. დიდი ადამიანი და ძალიან მშვიდი ბავშვია. თუ ის ამ დონეს შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, რომ მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. მას ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ყველა თვისება აქვს“.
- ამბობს მამარდაშვილი.
საქართველოს ნაკრები ცდილობს თავი უმაღლეს დონეზე დაიმკვიდროს, რათა ისტორიაში პირველად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეძლოს. ამჟამად ისინი ფიფას რეიტინგში 78-ე ადგილზე იმყოფებიან. ისეთი ამომავალი ვარსკვლავებით, როგორებიც არიან თავად კვარა, მამარდაშვილი და კვერნაძე არიან, აჩვენებს რომ საქართველოში დონე მატულობს.
ნეაპოლელთა 77-ე ნომერს საერთო ჟორჟ ვეასთან აქვს, რომ წარმოუდგენელი რეალობად აქციოს. შანსები, რომ ლიბერიაში დაბადებული ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, მცირე იყო. ვეას შემდეგ, ამ დრომდე არც ერთ აფრიკელ ფეხბურთელს ოქროს ბურთი არ მოუგია.
მათი გზები გარკვეულწილად ერთმანეთს ჰგავს. ვეა მილანში მარკო ვან ბასტენის შესაცვლელად ჩავიდა. კვარაცხელია კი ნეაპოლში მათი ლეგენდარული კაპიტნის ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად ჩავიდა. ორივე მათგანმა თავიანთ პირველივე სეზონებში ჩემპიონატის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ხვიჩას შემთხვევაში უბრალოდ რამდენიმე დღის მოცდაა საჭირო (სკუდეტოს გასაფორმებლად).
კვარაცხელიას ნიგერიელ გუნდელს ვიქტორ ოსიმენს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ქართველი პარტნიორი ოქროს ბურთს მოიგებს:
„კვარაცხელია მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მფლობელი იქნება“.
- ამბობს ოსიმენი.
ისტორიაში პირველად პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს. თუ, კვარაცხელიას საკუთარი გზის აშენება და მისი გავლა სურს, მაშინ გზად პირველი დაბრკოლება მილანია. თითქოს მარადონამ მას მემკვიდრეობა დაუტოვა და უთხრა:
„გადალახე დაბრკოლებები ისე, როგორც მე ეს ჩემს დროს გავაკეთე“.
- ქართველი ამისთვის მზად არის“. - ვკითხულობთ Marca-ს სტატიაში.