ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„ინსინიემ 3.5 მილიონზე უარი თქვა, კვარამ კი 1.5-ზე ბავშვივით გახარებულმა მოაწერა“

„ნაპოლის“ ზაფხულში ისტორიული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ნეაპოლელებმა თითქმის ყველა ლიდერი გაყიდეს და მათ ნაცვლად მოკრძალებული ტრანსფერები განახორციელეს, რომელთაგან ქომაგებსა, თუ ექსპერტებს განსაკუთრებული მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონიათ, თუმცა სეზონის დაწყების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდს ყველა გაოცებული შესცქერის.

Corriere dello Sport-ი ნეაპოლელთა ძალიან მაგარ სატრანსფერო აქტივობებზე წერს:

„დე ლაურენტისისა და ჯუნტოლის შორსმჭვრეტელობა და კომპეტენცია. ნაპოლიმ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მხოლოდ ამ გზით შეძლო. და ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან.

ჯუნტოლის ნეაპოლში „მისტერ 35%-ს“ ეძახიან. მან ზაფხულის შედევრს მიაღწია, იმით, რომ მთლიანი სახელფასო ოდენობის 110 მილიონიდან 73-მდე შემცირება შეძლო.

და არა მხოლოდ ეს. კულიბალი 38 მილიონად გაყიდა, ის შეცვალა კიმმა, რომელიც 18 მილიონად შეიძინეს. შედეგად, დაცვაში არანაირი უკუჩვენება არ ყოფილა. სენეგალელი გუნდში წლიურად 6 მილიონს იღებდა. ეს უბრალოდ ღირსეული და სანიმუშო მაგალითია.

სხვა ტრანსფერებსაც იგივე შედეგი მოჰყვა. მიმართულება შენარჩუნდა - კარგი ფეხბურთელები, ნაკლებად ძვირები, ვიდრე ისინი ვინც კლუბი დატოვა.

გუნდის კერპი დრის მერტენსი დარწმუნებული არ იყო ღირდა, თუ არა კონტრაქტის გაგრძელება. ის წლიურად 4.5 მილიონს იღებდა. რასპადორი ამჟამად 2.5-ს იღებს. სიმეონე კი 1.8-ს. ლორენცო ინსინიე წლიურად 5 მილიონს იღებდა და ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც სეზონურად 3.5 მილიონს ითვალისწინებდა ხელი არ მოაწერა. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდში 1.5 მილიონიანი ხელფასით ბავშვივით ბედნიერი მოვიდა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ნაპოლის წელია, ჩემთვის ისინი უკვე ფინალში არიან“ - იტალიელი ექსპერტი
„ეს ნაპოლის წელია, ჩემთვის ისინი უკვე ფინალში არიან“ - იტალიელი ექსპერტი